დონალდ ტრამპი

მელანია ტრამპმა დონალდ ტრამპის პირველ ცოლს უპასუხა

BBC.com

საკუთარი წიგნის პრეზენტაციაზე დონალდ ტრამპის პირველმა ცოლმა ივანა ტრამპმა განაცხადა, რომ ნამდვილი პირველი ლედი ის არის.

ამის შემდეგ ივანამ იმაზე ისაუბრა, თუ რა ურთიერთობა აქვს დონალდ ტრამპთან. მისი თქმით, ის  თეთრ სახლში დღეში რამდენჯერმე რეკავს და მას რჩევებს აძლევს. უფრო მეტჯერ კი იმიტომ არ რეკავს, რომ ეჭვიანობა არ გამოიწვიოს.

ამ ყველაფერს მელანია ტრამპის პრესსამსახურის უფროსმა უპასუხა.

"მისის ტრამპმა თეთრ სახლში ბარონისთვის და დონალდისთვის შინაურული გარემო შექმნა. მას უყვარს ვაშინგტონში ცხოვრება და მისთვის საპატიოა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი გახდა. მას დაგეგმილი აქვს, რომ თავისი ტიტულების გამოყენებით ბავშვებს დაეხმაროს და არა წიგნების გაყიდოს. აშკარაა, რომ ყოფილი ცოლის განცხადებებს შინაარსი არ გააჩნია და ეს მხოლოდ ყურადღების მისაქცევად ხდება"- განაცხადა მელანია ტრამპის პრესსამსახურმა.

ივანა ტრამპი დონალდ ტრამპის ცოლი 1977-1992 წლებში იყო.

კომენტარები