რასიზმი

Dove-ს რასისტულ რეკლამაში გადაღებულმა ქალმა პირველი კომენტარი გააკეთა

BBC.com

თავის მოვლის საშუალებების მწარმოებელი კომპანია Dove-ს რასისტულ რეკლამაში გადაღებულმა მოდელმა პირველი კომენტარი გააკეთა. ლოლა ოგუნიემის თქმით, ის არასდროს დათანხმდებოდა რასისტული შინაარსის მქონე რეკლამაში მონაწილეობას.

რეკლამაში ფერადკანიანი ქალი ტანსაცმელს იხდის, ტანსაცმლის ქვეშ კი თეთრკანიანი ქალია.

ოგუნიემის თქმით, მისთვის გასაკვირი იყო რომ ის კრიტიკის ცენტრში აღმოჩნდა. მისივე თქმით, კოსმეტიკურ კომპანიასთან თანაშრომლობა ძალიან პოზიტიური იყო და შეუძლებელია Dove-ს ის განზრახვა ჰქონოდა, რის გამოც მას ახლა აკრიტიკებენ.

"მახსოვს როგორ აღვფრთოვანდით, როდესაც მაისურის გამოცვლის იდეა მოვისმინეთ"- თქვა მოდელმა.

გუშინ კოსმეტიკურმა კომპანიამ სარეკლამო კლიპის გამო ბოდიში მოიხადა.

კომენტარები