საქართველოს საპატრიარქო

საპატრიარქო 3 ცხვრის შეწირვაზე: ამით ღვთივსათნო საქმე აღესრულება

flickr.com

საქართველოს საპატრიარქომ ცხვრების შეწირვაზე სპეციალური განცხადება გაავრცელა. ილია II-ემ საკვირაო ქადაგებაზე გვარებს სამი ცხვრის გაჭირვებულთათვის შეწირვისკენ მოუწოდა. საპატრიარქო საკუთარ განცხადებაში აღნიშნავს, რომ თუ აღნიშნული ინიციატივა შესრულდება "ღვთივსათნო საქმე აღესრულება". 

"შეგახსენებთ, რომ კათოლიკოს-პატრიარქმა გასული კვირის ქადაებაში ბრძანა, რომ მოყვასისადმი სიყვარულისა და თანადგომის ნიშნად კარგი იქნება, თუ დასალოცად მოსული ესა თუ ის გვარი მთელი გვარის სახელით შემოწირავს სამ ცხვარს, რომელიც შემდეგ გაჭირვებულებისთვის გაიცემა.

ეს არის ნებაყოფლობითი ქმედება და მისი განხორციელების შემთხვევაში მოწყალება გაკეთდება გვარის სახელით, რითაც ღვთივსათნო საქმე აღესრულება", - წერია განცხადებაში.

კომენტარები