ევრომოსამართლეობის კანდიდატი

კობახიძე: ჭანტურია იქნება ქვეყნის ღირსეული წარმომადგენელი ევროსასამართლოში

ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ლადო ჭანტურიას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლედ არჩევას ულოცავს. კობახიძე მოხარულია, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოს ლადო ჭანტურია - "უაღრესად მაღალკვალიფიციური, გამოცდილი და ღირსეული ადამიანი წარმოადგენს".

"მჯერა, რომ ბატონი ლადოს მოღვაწეობა სტრასბურგში კიდევ ერთხელ დაუმტკიცებს ჩვენს ევროპელ მეგობრებსა და პარტნიორებს, რომ საქართველო კიდევ უფრო უახლოვდება ევროპას. დარწმუნებული ვარ, რომ ლადო ჭანტურია იქნება საქართველოს ღირსეული წარმომადგენელი ამ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტში. წარმატებებს ვუსურვებ ბატონ ლადო ჭანტურიას უაღრესად საპასუხისმგებლო და საპატიო მისიის შესრულებაში." - ამბობს კობახიძე.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ევრომოსამართლედ ლადო ჭანტურია გუშინ აირჩია.

აღსანიშნავია, რომ ევრომოსამართლეობის შესარჩევი კონკურსი სამჯერ ჩატარდა. ორ შემთხვევაში, ლადო ჭანტურიას გარდა, სტრასბურგის ექსპერტთა საბჭომ, სხვადასხვა მიზეზით, ყველა წარდგენილი კანდიდატი დაიწუნა. 

კომენტარები