EMINEM

EMINEM-ი ახალ ვიდეოში დონალდ ტრამპს აგინებს

NME.com

BET-ის ჰიპ-ჰოპის დაჯილდოებაზე ცნობილი ამერიკელი რეპერის EMINEM-ის ვიდეო სახელწოდებით "შტორმი" ("The Storm") გაუშვეს, სადაც 4,5 წუთის განმავლობაში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შესახებ Freestyle-ით რეპავს. რეპერი ტრამპს სხვადასხვა საკითხებზე მკაცრად აკრიტიკებს და "რასისტ ბაბუას" უწოდებს.

"კამიკაძე, რომელიც ატომურ ჰოლოკოსტს გამოიწვევს", "რასიზმი ერთადერთია, რაშიც ის ფანტასტიკურია", "ის ვერ იტანს, რომ მისი არ გვეშინია", "ამდენი საშინელი ტრაგედია ხდება და ის ისეთი მოწყენილია ურჩევნია Twitter-ზე შტორმი გამოიწვიოს", "ის ამბობს, რომ სურს გადასახადების შემცირება, მაგრამ მაშინ ვინ გადაიხდის წინ და უკან ოჯახთან ერთად გოლფის კურორტებსა და ფეშენებელურ სახლებში მისი ექსტრავაგანტული მოგზაურობების ხარჯებს?" ამბობს რეპერი.

ის ასევე მიმართავს ამერიკის ფერხბურთის ეროვნული ლიგის მოთამაშეს, კოლინ კაპერნიკს, რომელმაც პოლიციის ძალადობის მიმართ პროტესტი ეროვნული ჰიმნისას დაჩოქებით გამოხატა და ამისათვის ტრამპის კრიტიკა დაიმსახურა და მოუწოდებს ყველას მხარი დაუჭირონ კოლინს.

ვიდეოს დასასრულში EMINEM-ი საკუთარ ფანებს მიმართავს და ეუბნება, რომ ის ხაზს ავლებს და თუ ვერ გადაუწყვეტიათ ტრამპის მხარეს სურთ ყოფნა, თუ მის მხარეს, არჩევანს თავად გაუმარტივებს, რის შემდეგაც რეპერი კამერას შუა თითს აჩვენებს.

კომენტარები