NATO

NATO-მ რუმინეთში ახალი საერთაშორისო ძალა განათავსა

Twitter/Jens Stoltenberg

NATO-მ აღმოსავლეთ საზღვარზე ყირიმის ოკუპაციის შემდეგ გაზრდილი რუსული გავლენის საპასუხოდ რუმინეთში ახალი საერთაშორისო ძალა განათავსა.

სამხედრო ძალის ძირითად ნაწილს 4,000 რუმინელი სამხედრო წარმოადგენს, რომლებსაც 9 NATO-ს წევრი ქვეყნის ძალები შეუერთდებიან, მათ შორის 900 ამერიკელი სამხედრო, რომლებიც უკვე რუმინეთში იმყოფებიან. იგეგმება დამატებითი საზღვაო და საჰაერო ძალების ჩართვაც.

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პოლონელ, რუმინელ, ესპანელ და პორტუგალიელ სამხედროებს რუმინეთის პრეზიდენტთან ერთად მიმართა.

"ჩვენ ვაგზავნით ძალიან ნათელ მესიჯს: NATO აქ არის, NATO ძლიერია და NATO ერთიანია." განაცხადა სტოლტენბერგმა.

კომენტარები