აზიური ფაროსანა

პაატა იმნაძე: აზიური ფაროსანა არ იკბინება და დაავადებების გადამტანი არ არის

0 კომენტარი
პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, აზიური ფაროსანა ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის წარმოადგენს და არ იკბინება. მისი თქმით, თუ ადამიანი ალერგიული არ არის, მავნებელთან შეხებისას შეხებისას არავითარი რეაქცია არ ხდება. ამასთან, ფაროსანა არ განეკუთვნება იმ მწერების რიცხვს, რომლებსაც დაავადების გადატანა შეუძლიათ.

"ფაროსანა არ მიეკუთვნება იმ მწერების კატეგორიას, რომელსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შემხებლობა აქვს. ასეთები გახლავთ, კოღოები, ტკიპები, რწყილები და ა.შ. ბუზმაც კი შესაძლოა მექანიკურად გადაიტანოს მიკრობები, მაგრამ ფაროსანა ასეთ მწერებს არ განეკუთვნება. ანუ ადამიანის ჯანმრთელობასთან არავითარი კავშირი არ აქვს. ერთადერთი, რაც შეიძლება ფაროსანასთან იყოს დაკავშირებული ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა მწერთან და ნებისმიერ სხვა მცენარესთან, ეს არის ალერგია. ფაროსანას კბენა არ ახასიათებს. ფაროსანა ადამიანის დაავადებების მხრივ საშიში არ არის, საშიშია იმით, რომ დიდ ეკონომიურ ზარალს იწვევს და ანადგურებს მოსავალს", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

აზიური ფაროსანა მავნებელია, რომელიც საქართველოში 2 წლის წინ გამოჩნდა, 2017 წელს კი დასავლეთ საქართველოს მცხოვრებლებს თხილის, სიმინდის და ციტრუსის მოსავალი გაუნადგურა. ცოტა ხნის წინ ფაროსანა თბილისშიც გამოჩნდა. მავნებელმა სახლებში შეაღწია. როგორ ვებრძოლო ფაროსანას, წაიკითხეთ აქ.  

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები