კომუნიკაციები

საქართველოში მოქმედი მობილური ოპერატორების რეიტინგი

hifipublic.com

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს მოსახლეობამ მობილურ კავშირგაბმულობაში ჯამში 294.7 მილიონი ლარი გადაიხადა (მოცემულია დღგ-სა და აქციზის გარეშე) გადაიხადა, ეს 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 20.3 მილიონით, ანუ 7%-ით მეტია. 

ეს 294 მილიონი ლარი კომპანიების მიხედვით ასე ნაწილდება:

  1. მაგთი - 135.8 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 8.9%
  2. ჯეოსელი - 108.8 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 7%
  3. ბილაინი - 48.7 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 2%
  4. სილქნეთი - 729 ათასი ლარი, კლება წინა წელთან 17.4%

კომპანიების რეიტინგი აბონენტების მიხედვით: 

  1. მაგთი - 1 997 546 აბონენტი, ზრდა წინა წელთან 0.1%
  2. ჯეოსელი - 1 803 420 აბონენტი, ზრდა წინა წელთან 3.2%
  3. ბილაინი - 1 290 582 აბონენტი, ზრდა წინა წელთან 8.5%
  4. სილქნეთი - 22 162 აბონენტი, კლება წინა წელთან 17%

ამ აბონენტებმა 2017 წლის რვა თვეში 3.8 მილიარდი სატელეფონო ზარი განახორციელეს და 2.8 მილიარდი sms გააგზავნეს.

კომენტარები