აზიური ფაროსანა

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე: ფაროსანასთან ბრძოლა მრავალწლიანი იქნება

facebook.com/nato.chichinadze

აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებებისათვის 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 4 მილიონი ლარია გათვალისწინებული. თუმცა, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის გიორგი ხანიშვილის თქმით, ძირითადი თანხების მოზიდვას დონორი ორგანიზაციების დახმარებით გეგმავენ. პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ხანიშვილმა აღნიშნა, რომ აზიური ფაროსანა მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის და ამ მავნებელს ევროპის ქვეყნებსა და აშშ-შიც ებრძვიან.

„აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით აქტიური მუშაობა დონორ ორგანიზაციებთან მიმდინარეობს, ბიუჯეტი ითვლება და ის იქნება საკმაოდ სოლიდური. თუმცა კონკრეტულ თანხაზე საუბარი მხოლოდ დონორებთან შეხვედრის შემდეგ გახდება შესაძლებელი. საქართველოს მთავრობამ რისკები სწორად გათვალა და მიმდინარე წელს ყველა ღონისძიება მსოფლიოში N1 სპეციალისტების რეკომენდაციით განახორციელა, შეწამვლისას N1 პირველი წამალი გამოიყენა. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა მრავალწლიანი იქნება და მასში თითოეული მოქალაქე უნდა ჩაერთოს“, - აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.

აზიური ფაროსანა საქართველოში 2 წლის წინ გამოჩნდა. მავნებელმა 2017 წელს დასავლეთ საქართველოს მცხოვრებლებს თხილის, სიმინდის და ციტრუსის მოსავალი გაუნადგურა. ცოტა ხნის წინ, ფაროსანა თბილისშიც გამოჩნდა. მავნებელმა სახლებში შეაღწია. როგორ ვებრძოლოთ ფაროსანას, წაიკითხეთ აქ.

კომენტარები