ჰარვი ვაინშტაინი

სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული ვაინშტაინი ობამამ და კლინტონმაც დაგმეს

wtop.com

ჰარვი ვაინშტაინის, ამერიკული კინოს მაგნატისა და ცნობილი პროდისერის სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებას აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა და ყოფილი პრეზიდენტობის კანდიდატი, ჰილარი კლინტონი გამოეხმაურნენ. ვაინშტაინი დემოკრატიული პარტიის დიდი ხნის მხარდამჭერი და დონორია. ის რამდენიმე ქალმა, მათ შორის, ჰოლივუდის ვარსკვლავებმა სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს. ამ თემაზე საგამოძიებო მასალები გამოქვეყნდა მედიაშიც, მათ შორის ფარული ჩანაწერი.

ჰილარი კლინტონის განცხადებით, ის ამ ამბავმა შოკი მოჰგვარა. მისი თქმით, ქალების აღწერილი ბრალდებები დაუშვებელია. კლინტონის თქმით ამ ქალების სიმამაცე და ურთიერთდახმარება კრიტიკული მნიშვნელობისაა მსგავსი ქცევების შესაჩერებლად. 

ბარაკ ობამა კი განცხადებაში აღნიშნავს, რომ მას და მიშელს ჰარვი ვაინშტაინის შესახებ გამოქვეყნებულმა მასალებმა ზიზღი მოჰგვარა.

"ნებისმიერი კაცი, რომელიც ქალებს ასე ექცევა და ამცირებს უნდა დაიგმოს და დაისაჯოს, მიუხედავად მისი სიმდიდრისა და სტატუსისა" - ნათქვამია ყოფილი პრეზიდენტის განცხადებაში.

ობამებმა ასევე შეაქეს ქალების გამბედაობა და ხაზი გაუსვეს გოგოების გაძლიერებისა და ბიჭებისთვის წესიერებისა და ქალის პატივისცემის სწავლების მნიშვნელობას. 

დემოკრატ კონგრესმენის ჩაკ შუმერის თქმით, მისი შემოწირულობები საქველმოწმედო ორგანიზაციებს გადაეგზავნა. 

კომენტარები