მიტროპოლიტს,რომელმაც ეპარქია არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდების გამო დატოვა და რომელიც ბოლო დრომდე რუსეთში იმყოფებოდა, წმიდა სინოდმა მღვდელმოქმედების უფლება აღუდგინა და დახმარებაც დაუნიშნა.
სინოდის 11 ოქტომბრის ოქმში ვკითხულობთ:
ა)მიტროპოლიტი სერაფიმე გამწესდეს მამათა მონასტერში და აღუდგეს მღვდელმოქმედების უფლება;
ბ) მიტროპოლიტ სერაფიმეს საქართველოს საპატრიარქოდან დაენიშნოს ყოველთვიური ფინანსური დახმარება.
მიტროპოლიტ სერაფიმეს, ბორჯომში მცხოვრები არასრულწლოვანი გოგონას ოჯახი მოზარდზე სექსუალურ ძალადობაში სდებდა ბრალს. ოჯახის ბრალდებების მიუხედავად, გამოძიება არ დაწყებულა