ვლადიმირ პუტინი

გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა პუტინს ლეკვი, სახელად "ერთგული" აჩუქა

ვლადიმირ პუტინმა თურქმენეთის პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუჰამედოვთან სოჭში გამართულ შეხვედრაზე საჩუქრად ლეკვი მიიღო.

"მე თან წამოვიყვანე ჩვენი პატარა მეგობარი, მისი სახელია "ლაპალი", რაც თურქმენულად ერთგულს ნიშნავს", - ამბობს ბერდიმუჰამედოვი.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც პუტინს ლეკვებს ჩუქნიან, 2010 წელს ბულგარეთის პრემიერმინისტრმაც შეხვედრის შემდეგ პუტინს ლეკვი აჩუქა.

 

კომენტარები