კვირის დასაწყისში ჩრდილოეთ კალიფორნიაში გაჩენილ ხანძარს ბოლო მონაცემებით 23 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაკარგულად ითვლება 300-მდე ადამიანი. ათასობით მოქალაქე საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩა.
კალიფორნიის შტატში ამჟამად ცეცხლის 22 კერა მძვინვარებს. ცეცხლის გავრცელებას ძლიერი ქარი უწყობს ხელს.
ცეცხლს ამჟამად 8,000 მეხანძრე, 200 სახანძრო მანქანა და 73 ვერტმფრენი ებრძვის.