NASA

NASA-ს ინფორმაციით, დედამიწას ასტეროიდი უახლოვდება

nasa.gov

2017 წლის 12 ოქტომბერს, დედამიწას 15-30 მეტრი ზომის ასტეროიდი (2012 TC4) ჩაუვლის. NASA-ს ინფორმაციით, დაშორება ასტეროიდსა და დედამიწას შორის 42 000 კმ. იქნება. შესაბამისად, ასტეროიდი დედამიწას შეჯახებით არ ემუქრება.

უფრო მეტიც, NASA უკვე აღმოჩენილ ციურ სხეულებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ დედამიწასთან ასტეროიდის შეჯახების საფრთხე უახლოესი 100 წლის განმავლობაში არ არსებობს.

მეცნიერებმა ასტეროიდი 2012 TC4 2012 წელს აღმოაჩინეს, თუმცა ტელესკოპების არეალიდან ის მალევე გაქრა. მაშინ NASA-მ ასტეროიდის გამოჩენა 2017 წლის შემოდგომისთვის ივარაუდა.

კომენტარები