ლიკა ქავჟარაძე

ოქიტაშვილი: ლიკა ქავჟარაძეს ვარსკვლავს ვეღარ გავუხსნით, მაგრამ ხეივანს გავაკეთებთ

0 კომენტარი

საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტის დავით ოქიტაშვილის თქმით, ლიკა ქავჟარაძეს ვარსკვლავს ვეღარ გაუხსნიან, თუმცა, მისი სახელობის ხეივანი გაკეთდება. ოქიტაშვილი აღნიშნავს, რომ მიცვალებულის სახელობის ვარსკვლავი ზოგადად არ იხსნება. 

"ლიკას პირდაპირ ეთერში შევთავაზე მისი სახელობის ვარსკვლავის გახსნა... ის ნამდვილად იმსახურებდა ვარსკვლავს, როგორც ნიჭიერი მსახიობი და ქართველი ქალის სილამაზის სიმბოლო. უფრო ადრეც ვუთხარი, მაგრამ უარი თქვა, კარგად არ ვარ და გთხოვთ, გადავდოთო. შემდეგ სიურპრიზი მოვუწყვე და პირდაპირ ეთერში იმიტომ ვუთხარი, რომ უარი ვერ ეთქვა.

დეკემბერში გვქონდა დაგეგმილი ვარსკვლავის გახსნა, უკვე ყველაფერს ვგეგმავდით, მაგრამ... ლიკას გარდაცვალებით იმდენად ვარ შეძრული, სიტყვებით ვერ გადმოვცემ. სამწუხაროდ, მიცვალებულის სახელობის ვარსკვლავი არ იხსნება, მაგრამ ხეივანს ვაკეთებთ, სადაც ლიკა ქავჟარაძის სახელი და გვარი საპატიო ადგილს დაიკავებს" , – ამბობს ოქიტაშვილი კვირის პალიტრასთან საუბარში.

მსახიობი ლიკა ქავჟარაძე გუშინ გარდაიცვალა. მას 14 ოქტომბერს დაკრძალავენ.

ლიკა ქავჟარაძე 1959 წელს დაიბადა. მისი ყველაზე ცნობილი როლი მარიტაა თენგიზ აბულაძის ფილმში "ნატვრის ხე."

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

რას გვიჩვენებს და ცვლის პატრიარქის მოსაყდრის დადგენა?

კომენტარები