თბილისის საკრებულო

საკრებულოს გადაწყვეტილებით, გოგიბერიძის და ბარძიმაშვილის ქუჩები სახელებს გაცვლიან

primetimenews.ge

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა ქალაქის მერიას სპეციალური დოკუმენტით მიმართა, რომლის მიხედვითაც, ჩუღურეთის რაიონში რობერტ ბარძიმაშვილის ქუჩას მოსე გოგიბერიძის სახელი უნდა გადაერქვას, ხოლო დიდუბის რაიონში მდებარე მოსე გოგიბერიძისას კი - რობერტ ბარძიმაშვილი. 

აღნიშნული განკარგულებები, რომელსაც ხელს ალიბეგაშვილი აწერს, საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე 10 ოქტომბერსაა გამოქვეყნებული. 

დოკუმენტში წერია, რომ დადგენილება თბილისის საკრებულოს მიერ 2015 წლის 16 ივნისსაა მიღებული და რომ "მერიამ ოთხი თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება".

კომენტარები