ელექტრომომარაგების შეზღუდვა

13 ოქტომბერს, თბილისის ოთხი რაიონის მოსახლეობა ელექტროენერგიას შეზღუდვით მიიღებს

0 კომენტარი
ფოტო: Creative commons

ხვალ, 13 ოქტომბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასის ცნობით, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ვაკის, საბურთალოს, ისნისა და გლდანის რაიონებს. კომპანია მიზეზად საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ქსელის გაუმჯობესებას, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას და საკაბელო ტრასების გამოკვლევას ასახელებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიდი დიღმის IV მიკრორაიონის და მეფე არჩილის ქუჩის მცხოვრებლებს.

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, ღლონტის, შარაშიძის და ჩოხელის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ) და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მცხოვრებლებს.
 

გლდანის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავჭალის სამხედრო დასახლების, მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიის, შეშელიძის, ხევძმარის, გობრონიძის, შენგელიას და ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უნივერსიტეტის ქუჩის მცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

კახა თოლორდავა

კომენტარები