ესპანეთი

ესპანეთში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად პილოტი დაიღუპა

Skynews

ესპანეთის დამოუკიდებლობის დღეს, ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სამხედრო ბაზასთან ახლოს სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა და პილოტის სიცოცხლე იმსხვერპლა. სამხედრო ვერტმფრენი ერთ-ერთი იყო იმ 4 ვერტმფრენს შორის, რომლებიც დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საჩვენებელ გამოსვლაში მონაწილეობდნენ. უბედური შემთხვევა სწორედ ჩვენების შემდეგ, ბაზაზე დაბრუნებისას მოხდა.

ესპანეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პილოტს ვერტმფრენის დასატოვებლად საკმარისი დრო არ ჰქონდა და იგი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება უკვე დაიწყო.

ესპანეთის დამოუკიდებლობის დღე ყოველწლიურად 12 ოქტომბერს აღინიშნება, მას შემდეგ, რაც ინდოეთში წასულმა ქრისტეფორე კოლუბმა ფეხი ამერიკის კონტინენტზე დადგა და ახალი მიწა აღმოაჩინა. ესპანელებმა 12 ოქტომბრის ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადებით ამ მოვლენის მასშტაბურობას გაუსვეს ხაზი.

კომენტარები