აშშ-იუნესკო

"ისრაელის წინააღმდეგ წარმოებული პოლიტიკის" გამო, აშშ UNESCO-ს ტოვებს

ამერიკის შეერთებული შტატები იუნესკოს ტოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ქვეყნის მიერ გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის დატოვება იუნესკოს ისრაელის წინააღმდეგ წარმოებული პოლიტიკაა. ამასთან, BBC-ის ცნობით, აშშ წარმომადგენლების ნაცვლად, ორგანიზაციაში სადამკვირვებლო მისიას მიავლენს. 

იუნესკოს ხელმძღვანელი ირინა ბოკოვა ამბობს, რომ აშშ-ს მიერ ორგანიზაციის დატოვება "აბსოლუტურად დამამწუხრებელია". ბოკოვა ამატებს, რომ აშშ-ს გასვლა ასევე დიდი დანაკარგია გაეროსა და მრავალფეროვნებისთვის. 

2011 წელს აშშ-მ უარი თქვა შეეტანა საწევრო გადასახადი ორგანიზაციაში, რადგან პალესტინა იუნესკოს სრულუფლებიანი წევრი გახდა. 

კომენტარები