აშშ-პაკისტანი

პაკისტანმა ამერიკულ-კანადური ოჯახი თალიბანის 5-წლიანი ტყვეობიდან გაათავისუფლა

0 კომენტარი
ფოტო: reuters

პაკისტანის სამხედრო ძალებმა ამერიკელი ქაითლან ქოულმანი, მისი კანადელი ქმარი ჯოშუა ბოილი და მათი სამი არასრულწლოვანი შვილი თალიბანის 5-წლიანი ტყვეობიდან გაათავისუფლეს. კანადელ-ამერიკელი წყვილის სამივე შვილი ტყვეობაში დაიბადა. BBC-ის ინფორმაციით, ოჯახის გათავისუფლება ავღანეთის საზღვართან, ერთ-ერთი სპეცოპერაციის დროს მოხდა.

ბოილი და ქოულმანი თალიბანმა და მისმა მოკავშირე დაჯგუფებებმა 2012 წელს ავღანეთში დაატყვევეს. თალიბანის მოკავშირე დაჯგუფება "ჰაქანი" წყვილის გათავისუფლების სანაცვლოდ, მათი სამი მხარდამჭერის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვდა და ოჯახის ტყვეობის ამსახველ ვიდეოებს ავრცელებდა.

პაკისტანის მხარის განცხადებით, ამერიკულ-კანადური ოჯახის გათავისუფლება პაკისტანი-აშშ-ს კავშირს გაამყარებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საკრებულოსთან მიმდინარე აქციაზე ენმ-ის ორი წევრი დააკავეს

კომენტარები