ახალი კონსტიტუცია

დოლიძე ვეტოზე: იმედი გვაქვს, რომ ამ თანხმობის შანსს უმრავლესობა ხელიდან არ გაუშვებს

0 კომენტარი
ანა დოლიძე ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის მიერ პარლამენტისათვის გადაგზავნილი 6 პუნქტიანი მოტივირებული შენიშვნები, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ დღეს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე წარადგინა. დოლიძე იმედს გამოთქვამს, რომ უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს გულისყურით მოეკიდება.

"დღევანდელი მოტივირებული შენიშვნები უპრეცედენტოა პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს არის ვეტო ქვეყნის უმაღლეს კანონზეკონსტიტუციაზე და იმიტომ, რომ ეს არის თანხმობის ვეტო, რადგან ვეტოს რეალურად ორი პატრონი ჰყავს - ეს არის უმრავლესობა, რომლის 5 პრინციპული საკითხია გათვალისწინებული ამ ვეტოში და ასევე არის ოპოზიცია, რომლის 20 პარტიისაგან შემდგარმა გუნდმამიიღო მონაწილეობა ამ დოკუმენტის შემუშავებაში. შესაბამისად, იმედი გვაქვს, რომ ამ თანხმობის შანსს უმრავლესობა არ გაუშვებს ხელიდან და გულისყურით მოეკიდება მას", - ამბობს ანა დოლიძე.

პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ვეტო რამდენიმე დღის წინ დაადო. პარლამენტის რიგგარეშე სხდომა კი სადაც პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები უნდა განიხილონ, ხვალ, 13 ოქტომბერს არის ჩანიშნული.

მოტივირებული შენიშვნები ბონუსის სისტემას და ბლოკებად გაერთიანების აკრძალვას ეხება. ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოსა და აღმსარებლობის თავისუფლების საკითხებს. გარდა ამისა, პრეზიდენტისთვის მიუღებელია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარული წესით ჩატარება და პრეზიდენტის პირდაპირი გზით არჩევის გაუქმება ერთპალატიანი პარლამენტის პირობებში.

გიორგი მარგველაშვილს მმართველმა გუნდმა სთხოვა, ვეტოს მხოლოდ ორ საკითხზე, ბონუსის სისტემასა და ბლოკებად გაერთიანების აკრძალვის შესახებ მუხლებზე დაედო. ქართული ოცნების წევრები ამბობდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი ვეტოს სხვა მუხლებსაც დაადებდა, მას დაძლევდნენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა პუტინს ლეკვი, სახელად "ერთგული" აჩუქა

კომენტარები