ელექტრომომარაგების შეზღუდვა

13 ოქტომბერს თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, ხვალ 13 ოქტომბერს, თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ განცხადებას თელასი ავრცელებს. შეზღუდვები შეეხება შემდეგ რაიონებს:

საბურთალოს რაიონი

საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ქსელის გაუმჯობესების მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიდი დიღმის IV მიკრორაიონის და მეფე არჩილის ქუჩის მაცხოვრებლებს. ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, ღლონტის, შარაშიძის და ჩოხელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ქსელის გაუმჯობესების მიზნით 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ) და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

საკაბელო ტრასების გამოკვლევის მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავჭალის სამხედრო დასახლების, მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიის, შეშელიძის, ხევძმარის, გობრონიძის, შენგელიას და ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უნივერსიტეტის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

უგულავა: აქციაზე მომავალ ხალხს "ქოცები" არ უშვებენ, ქებურიას ქმარს თავს დაესხნენ

კომენტარები