მკვლელობა

შსს: ოზურგეთში მომხდარი მკვლელობა გახსნილია

Getty Images

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოზურგეთში მომხდარი მკვლელობა გახსნილია. სამართალდამცავებმა 1995 წელს დაბადებული ჯ.ნ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთის რაიონის სოფელ მელექედურში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1971 წელს დაბადებულ მ.ღ.-ს გულმკერდის არეში ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მ.ღ. მიყენებული ჭრილობის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს, სოფელ მელექედურში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს." - წერია უწყების მეირ გავრცელებულ განცხადებაში. 

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე ხისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები