ახალი კონსტიტუცია

იურიდიულმა კომიტეტმა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი
http://georgiantour.ge/

იურიდიულმა კომიტეტმა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა. უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის თქმით, მოტივირებული შენიშვნების ფარგლებში ვერც ერთი იურიდიული არგუმენტი ვერ მოისმინეს. 

"არაერთგზის მცდელობის მიუხედავად, მოტივირებული შენიშვნების ფარგლებში ვერც ერთი იურიდიული არგუმენტი ვერ მოვისმინეთ. წარმოდგენილი საკითხებიდან ორ საკითხს მხოლოდ პოლიტიკური, მერკანტილური დღის წესრიგი აქვს, რომელიც თანხვედრაშია ოპოზიციის ასეთივე დღის წესრიგთან და პოლიტიკურ მიზნებთან." - ამბობს მდინარაძე ინტერპრესნიუსთან საუბრისას.

პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ვეტო რამდენიმე დღის წინ დაადო. პარლამენტის რიგგარეშე სხდომა კი სადაც პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები უნდა განიხილონ, ხვალ, 13 ოქტომბერს არის ჩანიშნული.

კომენტარები