ლიკა ქავჟარაძე

ლიკა ქავჟარაძეს 14 ოქტომბერს, ვაკის სასაფლაოზე დაკრძალავენ

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, მსახიობ ლიკა ქავჟარაძეს ხვალ, 14 ოქტომბერს, ვაკის სასაფლაოზე, დედის გვერდით დაკრძალავენ. 

ლიკა ქავჟარაძის პანაშვიდი მის სახლში, აბაშიძის #62-ში დღეს, 17:00 საათიდან გაიმართება. მას ვაკის სამების ტაძარში ხვალ, 12:00 საათზე გადაასვენებენ. დაკრძალვის ცერემონია კი, 15:00-ზე გაიმართება.

ლიკა ქავჟარაძე 11 ოქტომბერს, 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ყველაზე ცნობილი როლი მარიტაა თენგიზ აბულაძის ფილმში "ნატვრის ხე."

კომენტარები