ნარკოპოლიტიკა

თეთრი ხმაურის მოძრაობა: ნარკოპოლიტიკაზე წულუკიანის განცხადება დამაზიანებელია

0 კომენტარი
თეთრი ხმაურის მოძრაობა

თეთრი ხმაურის მოძრაობა იუსტიციის მინისტრს მოუწოდებს, ნარკოპოლიტიკაზე გაკეთებული განცხადება განმარტოს. მოძრაობის შეფასებით, მინისტრის "ასეთი ზედაპირული განცხადება" დამაზიანებელი და უპასუხისმგებლო ნაბიჯია. ცნობისთვის, თეა წულუკიანმა თქვა, რომ “ნარკოპოლიტიკა საქართველოში უნდა გახდეს კიდევ უფრო ლიბერალური, მაგრამ არამც და არამც არ უნდა მოხდეს სრული დეკრიმინალიზაცია". მისი აზრით, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ბერკეტი, სისხლის სამართლის წესით არამხოლოდ ნარკოტიკის გადამყიდველს და შემომტანს ებრძოლოს, არამედ, მომხმარებელსაც.

"გაუგებარია, რამ განაპირობა მინისტრის პოზიციის ასეთი ცვლილება, როდესაც სწორედ ის გახლდათ 2013 წელს ნარკოპოლიტიკის ცვლილების ერთ-ერთი პირველი ინიციატორი და მოხმარებისა და მცირე ოდენობით ფლობის დეკრიმინალიზაციის ქომაგი. დღეს ინიცირებული კანონპროექტიც სწორედ მინისტრის მიერ წინა წლებში შემუშავებული კანონპროექტის პრინციპებზეა დაშენებული.

რაც შეეხება თეა წულუკიანის განცხადებას შემოტანასა და გაყიდვასთან დაკავშირებით, ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმისა და ჯანდაცვის კომიტეტის შეთავაზებული კანონპროექტით აღნიშნული ქმედებები ისედაც მკაცრად დასჯადი რჩება, რაც მინისტრისთვის ცნობილი უნდა იყოს.

მიგვაჩნია, რომ დღევანდელ სენსიტიურ პერიოდში, როდესაც საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის ყურადღება მიპყრობილია აღნიშნული საპარლამენტო პროცესისკენ, მინისტრის ასეთი ზედაპირული განცხადება არის დამაზიანებელი და უპასუხისმგებლო ნაბიჯი.

ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს ის გარემოება, რომ ეს ყოველივე ხდება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრამდე 4 დღით ადრე (შეხვედრა გაიმართება 16 ოქტომბერს).

მოვუწოდებთ ქალბატონ თეა წულუკიანს, ნათლად განუმარტოს საზოგადოებას, თუ რას გულისხმობს“ლიბერალიზაციის” ბუნდოვან ტერმინში, რადგან ინიცირებული კანონპროექტი არა შემოტანისა და გავრცელების, არამედ მოხმარებისა და მცირე ოდენობით ფლობის დეკრიმინალიზაციას ეხება" - აცხადებს თეთრი ხმაურის მოძრაობა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები