სექსუალური შევიწროება

ბლეიქ ლაივლის თქმით მას ვიზაჟისტი სექსუალურად ავიწროებდა

ELLE UK

ჰარვი ვაინშტაინის საქმის შემდეგ, სხვადასხვა ჰოლივუდის ვარსკვლავებმა სექსუალურ შევიწროებაზე საუბარი ღიად გადაწყვიტეს. მსახიობმა ბლეიქ ლაივლიმ საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა. მისი თქმით, მას ვიზაჟისტი სექსუალურად ავიწროებდა.

"ის უადგილო რაღაცებს მეუბნებოდა. დაჟინებული ჰქონდა, რომ პომადა თითით უნდა წაესვა"- თქვა მსახიობმა.

ბლეიქ ლაივლიმ ვიზაჟისტი ერთ-ერთი ფილმის გადასაღებ მოედანზე გაიცნო.

"გადასაღებ მოედანზე მეძინა, როდესაც გავიღვიძე დავინახე რომ მიღებდა. ჩაცმული ვიყავი, მაგრამ ეს მაინც ძალიან შემაძრწუნებელი იყო"- თქვა ლაივლიმ.

მსახიობის თქმით, მან ამ ფაქტების შესახებ ხელმძღვანელებს მოახსენა, მაგრამ მათ რეაგირება არ ჰქონიათ. ამის შემდეგ ბლეიქ ლაივლიმ გადაწყვიტა, რომ საქმეში ადვოკატი ჩაერთო. საბოლოოდ ვიზაჟისტი კომპანიიდან გააგდეს.

კომენტარები