არჩევნები 2017

ბაქრაძე: ჩვენი ამოცანაა, რომ სახელისუფლებო პარტიას აღარ ჰქონდეს შემოწირულობების 94%

ტაბულა

"ახლა არ არის ოპოზიციის მიერ ერთმანეთის ბრალდების რეჟიმში ყოფნის დრო. მთავარი არის ის რომ დაფინანსების 94% აქვს ქართულ ოცნებას, აი ეს აჩვენებს დღევანდელ მდგომარეობას და ეს უნდა შეიცვალოს. ოპოზიციაში დაფინანსებით ვლიდერობთ, რადგან მაგალითად, ყოველთვიურად ჩემი ხელფასიდან ფულს ვრიცხავ პარტიაში. ამას თუ გააკეთებს სხვაც, მასაც ექნება ფული. ჩვენი ამოცანა ზუსტად არის ის რომ დაფინანსების 94% ხელისუფლებას აღარ ჰქონდეს და არა ის რომ ოპოზიციამ ვუბრწკინოთ ერთმანეთს ვის 2.5% აქვს შემოწირულობების და ვის ოდნავ მეტი", - ტელეკომპანია პირველის ეთერში ამბობს დავით ბაქრაძე.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, აგვისტოში პოლიტიკური შემოწირულობების 94% ქართულმა ოცნებამ მიიღო. იანვარ-სექტემბრის მონაკვეთში კი ქართულმა ოცნებამ ფიზიკური და იურიდიული პირების შემოწირულობების სახით 9.9 მილიონი ლარი მიიღო, რაც მთლიანი პოლიტიკური შემოწირულობების 91%-ია.

კომენტარები