აზიური ფაროსანა

სეს-ი და NCDC ფაროსანასთან ბრძოლის და მისგან დაცვის რეკომენდაციებს ავრცელებენ

flickr

დაავადებათა კონტროლის ცენტრი და სურსათის ეროვნული სააგენტო აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ერთობლივ რეკომენდაციებს ავრცელებენ.

განცხადების მიხედვით, შენობებსა და დახურულ სივრცეებში მავნებელის მოსპობის ყველაზე უსაფრთხო საშუალება მათი მექანიკური განადგურებაა.

"თითოეულმა მოქალაქემ უნდა გაითვალისწინოს თავისი როლი ამ მავნებელთან ბრძოლაში. დიდ ფართობებზე არის გავრცელებული და თითოეული ფაროსანას განადგურება მიმდინარე წელს ნიშნავს, რომ მომავალ წელს 200-250 ინივიდით ნაკლები იქნება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ღონისძიებებში მოსახლეობის ჩართვა სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად", - აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე, ზურაბ ლიპარტია.

უწყებები მოსახლეობას აფრთხილებენ შენობაში აზიური ფაროსანას განადგურების მიზნით მწერების საწინააღმდეგო ქიმიური საშუალების გამოყებისას დარწმუნდნენ, რომ შერჩეული პრეპარატის მოხმარება დასაშვებია შენობაში; ასევე, დარწმუნდნენ, რომ მოქმედებს აზიურ ფაროსანაზე (მითითებულია, რომ მოქმედებს ბაღლინჯოზე) და დაიცვან მწარმოებლის მიერ მითითებული უსაფრთხოების წესები.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას აზიური ფაროსანას სახლში შეღწევისგან დასაცავად რამდენიმე რჩევასაც სთავაზობს.

  • გამოიყენეთ კარის ბადეები;
  • გაიტანეთ ყველანაირი მცენარე თქვენი საცხოვრებლიდან, რადგან მცენარეები განსაკუთრებულად იზიდავენ მავნებელს;
  • ეცადეთ დალუქოთ ყველა ბზარი, ნაპრალი და მავნებლის შემოსასვლელი ალტერნატიული ადგილები;
  • თუ თქვენ სახლს აქვს ბუხარი, დახურეთ მისი საკვამური;
  • ფაროსანას შენობიდან მოსაშორებლად, შესაძლებელია, მტვერსასრუტის გამოყენებაც, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მტვერსასრუტს ექნება არასასიამოვნო სუნი;
  • შეგიძლიათ გამოიყენოთ სატყუარა - ღამით, საპნიანი წყლით სავსე ჯამის თავზე, მოთავსეთ ნათურა;
  • აეროზოლის ტიპის ინსექტიციდების გამოყენებით შესაძლებელია ნაპრალებში და ბზარებში არსებული მავნებლების განადგურება. თუმცა, მსგავსი აეროზოლები არ უზრუნველყოფენ მწერისგან გრძელვადიან დაცვას.
  • დახურულ სივრცეებში ინსექტიციდების გამოყენებისას დარწმუნდით, რომ მათი გამოყენება ეფექტიანი და უსაფრთხოა.

გარდა ამისა, უწყება საქართველოში რეგისტრირებული სადეზინსექციო საშუალებების შესახებაც ავრცლებს ინფორმაციას.

ვრცელდება აზიური ფაროსანას შესაბ ზოგადი ინფორმაციაც:

აზიური ფაროსანა ევროპაში პირველად 2008 წელს, შვეიცარიაში გამოჩნდა. 2014 წელს ის პირველად დაფიქსირდა რუსეთში - სოჭის ოლქში. 2015 წლიდან კი გავრცელდა აფხაზეთში (განსაკუთრებით სოხუმისა და გულრიფშის რაიონებში), ხოლო 2016 წლიდან მასობრივად დაიწყო გავრცელება დასავლეთ საქართველოს სხვა რაიონებში.

აზიური ფაროსანა საკმაოდ დიდი ზომის (12-17 მმ) მწერია. იკვებება მეცენარეეებით - სოფლის მეურნეობის, სატყეო და დეკორატიული კულტურებით. მწერს მასშტაბური ზიანის მიყენება შეუძლია გარემოსა და სოფლის მეურნეობისთვის. ფაროსანა სითბოს მოყვარული მწერია, მისთვის საჭირო ტემპერატურა 150-330C-ია, ხოლო განვითარებისთვის ოპტიმალური ტემპერატურა - 200-250C-ია.

აზიური ფაროსანა ბუნებრივი შერჩევის გამო ინსექტიციდების (მწერების საწინააღმდეგო საშუალება) მიმართ მაღალი მდგრადობით გამოირჩევა.

ზრდასრული აზიური ფაროსანა გამოსაზამთრებლად ადგილის ძებნას ადრეული შემოდგომიდან იწყებს. წლის ამ მონაკვეთში მათი ნახვა შესაძლებელია: შენობის გარეთ ან შიგნით, კარებზე, ფანჯრებზე, სხვა შემოსასვლელ ადგილებში, ჩამოცვენილ ფოთლებში და გარეთ არსებულ მცენერეებზე.

ზრდასრულ აზიურ ფაროსანას, ისევე როგორც სხვა მავნებლებს, საცხოვრებელში შეღწევა ნაპრალების და ბზარების მეშვეობით შეუძლიათ. ზრდასრული ბაღლინჯო შენობაში შეღწევის შემდგომ იბუდებს თითქმის ყველგან: წიგნის თაროებში, საწოლის და დივნის ქვედა მხარეს, კედლის ნაპრალებში, ფანჯრების და კარების ღრიჭოებში, სხვენში; მავნებელი არ იწვევს მათ სტრუქტურულ დაზიანებას და სახლში არ მრავლდება.

აზიური ფაროსანა არ კბენს ადამიანს და შინაურ ცხოველებს, არ გადააქვს რაიმე დაავადება და არ იწვევს ფიზიკურ ზიანს. თუმცა, შესაძლებელია, ზოგიერთ ადამიანს ჰქონდეს მაღალი მგრძობელობა სუნიანი ხოჭოს მიერ გამოყოფილი ალერგენების მიმართ.

კომენტარები