ავია-კატასტროფა

კოტ-დ'ივუარში თვითმფრინავის ჩამოვარდნას 4 მოლდოველის სიცოცხლე ემსხვერპლა

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

კოტ-დ'ივუარში აბიჯანის სანაპიროს მახლობლად სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია კიდევ ექვსი პიროვნება.

გარდაცვლილთაგან ყველა მოლდოვის მოქალაქეა. დაშავებულია კიდევ ორი მოლდოველი და ოთხი ფრანგი.

თვითმფრინავი შტორმის დროს დაჯდომის მცდელობისას ზღვაში ჩავარდა. მას საფრანგეთის არმიისათვის მისაწოდებელი ტვირთი გადაჰქონდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია 2008 წელს მოხდა" - მითი აგვისტოს ომზე

კომენტარები