თალიბანი

თალიბანის ტყვეობიდან დახსნილი მამაკაცის თქმით დაჯგუფებამ მას ქალიშვილი მოუკლა

0 კომენტარი
ფოტო: reuters

თალიბანის 5 წლიანი ტყვეობისაგან დახსნილი კანადელი მამაკაცი, ჯოშუა ბოილი ტყვეობის დეტალებს იხსენებს და დაჯგუფების მიერ მისი ოჯახის მიმართ ჩადენილ სისასტიკეზე საუბრობს.

ბოილის თქმით ტყვეობაში მისი ცოლი გააუპატიურეს და ქალიშვილი მოუკლეს.

"ჰაქანის დაჯგუფების მიერ პილიგრიმის მოტაცების უგუნურება და ბოროტება მხოლოდ მათ მიერ ჩემი ახალშობილი ქალიშვილის მოკვლის უგუნურებამ და ბოროტებამ გადაფარა." თქვა ბოილმა და დაამატა, რომ მისი ცოლის გაუპატიურებაში მათთვის მიჩენილი მცველი და დაჯგუფების მეთაური მონაწილეობდნენ.

ოჯახი ავღანეთის საზღვართან ჩატარებული სპეცოპერაციისას პაკისტანის ძალებმა დაიხსნეს. ისინი უკვე კანადაში არიან. მათი სამივე შვილი თალიბანის ტყვეობაში დაიბადა. ავღანეთში ტურისტად ჩასული კანადის მოქალაქე ჯოშუა ბოილი და მისი ორსული მეუღლე, ამერიკელი კეიტლინ კოლმანი ისლამისტურმა დაჯგუფებამ 2012 წელს დაატყვევა.

ბოილის თქმით მათ სურდათ თალიბანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ სოფლებში, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები შესვლას ვერ ახერხედნენ, სოფლის მოსახლეობისთვის დახმარება გაეწიათ.

კეიტლინ კოლმანის მამამ წყვილის გადაწყვეტილება უგუნურებად შეაფასა.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები