რასიზმი

ჩინეთში მუზეუმმა რასიზმის ბრალდებების გამო გამოფენა გააუქმა

Shanghaiist

ჩინეთის ქალაქ უხანში გამართულ გამოფენაზე ჩინელი ფოტოგრაფის მიერ აფრიკაში გადაღებული ფოტოების გამოფენა რასიზმში დაადანაშაულეს, რის გამოც მუზეუმმა ის გააუქმა.

ფოტოებზე აფრიკელი ფერადკანიანი ადამიანების ფოტოები ცხოველების ფოტოებთან არის დაწყვილებული.

გამოფენის კურატორის თქმით ცხოველებთან შედარება ჩინურ კულტურაში კომპლიმენტად ითვლება და გამოფენის ძირითადი დამთვალიერებლები სწორედ ჩინელები არიან, თუმცა მისივე თქმით მუზეუმს ესმის, რომ სურათები მათი აფრიკელი მეგობრებისათვის შეურაცხმყოფელია და მათი პატივისცემის ნიშნად გამოფენა დახურეს.

კომენტარები