ავტოსაგზაო შემთხვევა

გორი-შინდისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 3 წლის ბავშვი დაიღუპა

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, გორი-შინდისის მონაკვეთზე მომხდარი ავარიის შედეგად ადგილზე დაიღუპა ერთ-ერთ მანქანაში მყოფი 3 წლის ბავშვი. სხვა მგზავრები არ დაშავებულან.

ადგილზე მისული სამედიცინო დახმარების ბრიგადის წევრების თქმით, ავარიის დროს ბავშვი მძღოლის კალთაში იჯდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები