არჩევნები 2017

ქართული ოცნების საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი გიორგი ტყემალაძეა

opinion.ge

პრემიერმიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ცნობით, ქართული ოცნების თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი გიორგი ტყემალაძე იქნება, რომელიც ამჟამად თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებს

"გიორგი ტყემალაძე არის თავისი საქმის პროფესიონალი და ამავე დროს გამოცდილი პოლიტიკოსი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ამჯერად უკვე თავმჯდომარის რანგში, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს თბილისის საკრებულოს წარმატებულ საქმიანობაში.

მჯერა, 21 ოქტომბრის არჩევნებზე ქართველი ხალხი კვლავ გამოუცხადებს ნდობას "ქართულ ოცნებას", ჩვენს გუნდს და გააკეთებს არჩევანს ქვეყნის განვითარების სასარგებლოდ,"- ამბობს კვირიკაშვილი. 

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება. 

კომენტარები