წყალდიდობა ქუთაისში

ძლიერი წვიმის გამო ქუთაისში ქუჩები დაიტბორა

ძლიერი წვიმის გამო ქუთაისში ქუჩები დაიტბორა. შეფერხებულია ტრანსპორტის მოძრაობა. წყალდიდობის ამსახველ ფოტოებს და ვიდეოებს მომხმარებლები facebook-ზე ავრცელებენ. 

როგორ ქუთაისის მერიის აიპ "სპეციალური სერვისების" დირექტორი გელა გაგუა ტაბულასთან საუბრისას ამბობს, წყალდიდობის მიზეზი მდინარე ოღასკურას ადიდებაა და ქალაქში სანიაღვრე სისტემები წესრგიშია. 

"მდინარე ოღასკურა გადმოვიდა კალაპოტიდან, როგორც ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრი ამბობს 6 საათის განმავლობაში დაახლოებით 3-4 თვის ნალექი მოვიდა ერთდროულად. ძირითადად ის ქუჩებია დატბორილი, რომელსაც მდინარე ესაზღვრება. ნალექი იყო ძალიან დიდი, სანიაღვრეები ყველა მუშაობს, მთელი ღამე დავდიოდით და სადაც ცხელი წერტილი იყო ვაკეთებდით, მდინარე ოღასკურად ვერაფერს ვუზამთ." - ამბობს გაგუა.

კომენტარები