სტიქია დასავლეთ საქართველოში

დასავლეთ საქართველოში წყალდიდობაა, შავ ზღვაზე კი 7 ბალიან შტორმს ვარაუდობენ

newpost

გადაუღებელი წვიმის გამო დასავლეთ საქართველოში წყალდიდობაა. დაიტბორა გურიის და აჭარის ქალაქები და სოფლები.

მდინარე სუფსა კალაპოტიდან გადმოვიდა, რის გამოც ოზურგეთის ქუჩები წყლით აივსო. დაგუბებულმა წყალმა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე შეაღწია. პოლიციამ ქალაქის ქუჩებში სამანქანო მოძრაობა დროებით შეაჩერა.

ვითარება მძიმეა სოფელ შემოქმედშიც, სადაც წყალდიდობის გამო დაახლოებით 10 ოჯახი დაზარალდა: მოვარდნილმა წყალმა საყოფაცხოვრებო ნივთები დააზიანა და მოსავალი გაანადგურა. 

საყანე ფართობები დაიტბორა ლანჩხუთში. 

ფოთში კი საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა. შავ ზღვაზე დღის მეორე ნახევარში 7 ბალიან შტორმს ელოდებიან. 

აჭარის რამდენიმე სოფელში კი ძლიერი წვიმის გამო მეწყერი ჩამოწვა. ქობულეთის სსოფელ ჩაისუბანში 3 ოჯახი დაზარალდა. 

ხელვაჩაურის სოფლებში კი 4 მეწყრული კერა დაფიქსირდა: ზედა თხილნარში, წინსვლაში, აგარასა და სარფში.

სინოპტიკოსები მომდევნო რამდნიმე დღის განმავლობაში ამინდის გაუმჯობესებას არ ვარაუდობენ. 

კომენტარები