ქორწინება

2016 წელს ქორწინებათა რიცხვი შემცირდა, განქორწინებამ კი ბოლო 16 წლის მაქსიმუმს მიაღწია 

flickr

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2016 წელს ბოლო 16 წლის განმავლობაში განქორწინებათა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა - 9 539 შემთხვევა. 

მათგან  6 565 ქალაქში, 6 565 (68.8%), ხოლო 2 974 (31,2%) -  სასოფლო დასახლებაში. 

რაც შეეხება ქორწინებას, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2016 წელს 25 101 წყვილი დაქორწინდა, რაც ბოლო 8 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 

გასულ წელს ყველაზე მეტი წყვილი თბილისში დაქორწინდა - 7 304  წყვილი, მას იმერეთის რეგიონი მოსდევს 3 832 წყვილით, მესამე ადგილზე კი ქვემო ქართლის რეგიონია - 2 867 რეგისტრირებული ქორწინებით. 

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ მონაცემები რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა.

კომენტარები