დემოგრაფიული მდგომარეობა

2016 წელს საქართველოში 56 569 ადამიანი დაიბადა, 50 771 გარდაიცვალა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2016 წელს საქართველოში 56 569 ბავშვი დაიბადა, მათგან 28 887 ბიჭი, 27 682 კი გოგო. 

სამსახურის ცნობით, 1990 წლიდან 2016 წლის ჩათვლით შობადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ 1990 წელს იყო - 92 815 ბავშვი, ყველაზე დაბალი კი 2006 წელს - 47 795. 

რაც შეეხება გარდაცვალების სტატისტიკას - 2016 წელს საქართველოში 50 771 გარდაიცვალა, რაც ბოლო 16 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ მონაცემები რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა.

კომენტარები