სომალის ტერაქტი

სომალიში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 300-მდე გაიზარდა

Reuters

შაბათს, 14 ოქტომბერს, სომალის დედაქალაქ მოგადიშოს ხალხმრავალ ცენტრში სატვირთო მანქანის აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 300-მდე გაიზარდა. ასობით დაშავებული კი, საავადმყოფოშია გადაყვანილი. 160 გარდაცვლილის ვინაობის ამოცნობა მძიმე დამწვრობის გამო ჯერ კიდევ ვერ ხერხდება. ამასთან, არ არის გამორიცხული დაღუპულთა რიცხვი კვლავ გაიზარდოს.

“ჩვენ დავადასტურეთ, რომ აფეთქების შედეგად 300 ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა, შესაძლოა, ეს რიცხვი გაიზარდოს, იმიტომ რომ დაკარგულებს ჯერ კიდევ ვეძებთ.“ - განაცხადა მოგადიშოს სასწრაფო დახმარების სამსახურის უფროსმა აბდიკაჰირ აბდირაჰმანმა როიტერსისთვის მიცემულ ინტერვიუში.

აფეთქება ბოლო ათწლეულის განმავლობაში სომალის ისტორიის ყველაზე სისხლიან ტერაქტად შეფასდა, თუმცა მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია.

კომენტარები