მოგზაურობა

Wizzair-ი ქუთაისი-ათენი-ქუთაისის მიმართულებას ამატებს

2018 წლის 17 მაისიდან, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizzair-ი ქუთაისიდან ახალ მიმართულებას ამატებს. ქუთაისი-ათენი-ქუთაისის რეისზე, ბილეთები უკვე იყიდება. ამ ეტაპზე, ქუთაისი-ათენის მიმართულებით, ბილეთის მინიმალური ფასი 136.99 ლარია (€49.99), ხოლო ათენი-ქუთაისის რეისზე - ფასი 25.99 ლარიდან (€9.99) იწყება.

ათი დღის წინ, Wizzair-მა ქუთაისიდან რომის, პარიზის, ბარსელონასა და პრაღის მიმართულებით დააანონსა ფრენები. გარდა ამისა, 2018 წლის 31 მარტიდან, Wizzair-ი ვროცლავის მიმართულებითაც იფრენს. 

Wizzair-ი ქუთაისიდან უკვე დაფრინავს ვარშავის, კატოვიცეს, ბერლინის, დორტმუნდის, მენინგემის, კაუნას, ვილნიუსის, ლარნაკას, ბუდაპეშტის, თესალონიკის, მილანის და ლონდონის მიმართულებით.

კომენტარები