ქორწინება

მაიკლ ფასბენდერმა და ალისია ვიკანდერმა იბიცაზე იქორწინეს

მსახიობები მაიკლ ფასბენდერი და ალისია ვიკანდერი დაქორწინდნენ. ქორწინების ცერემონია გასაიდუმლოებული იყო, თუმცა სხვადასხვა გამოცემას წყაროებმა დაუდასტურეს, რომ ის იბიცაზე ნამდვილად შედგა.

E! News და People იტყობინებიან, რომ ქორწილი 14 ოქტომბერს, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან გატარებული შაბათ-კვირის შემდეგ გაიმართა.

40 წლის ფასბენდერი და 29 წლის ვიკანდერი ერთად 2014 წლიდან არიან.

კომენტარები