არჩევნები 2017

კალაძემ მერობის კანდიდატების დებატზე 2011 წლის 26 მაისის ფოტოები მიიტანა

თბილისის მერობის კანდიდატების დებატებზე მმართველი გუნდის კანდიდატმა კახა კალაძემ 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის ამსახველი ფოტოები მიიტანა და ელენე ხოშტარიას და ზაალ უდუმაშვილს მიმართა:

„მე ჩემს წილ პასუხისმგებლობას ვიღებ. მე მინდა მივმართო ამ ქალბატონს, მინდა მივმართო ბატონ ზაალს - ესენი თუ იღებენ პასუხისმგებლობას აი ამაზე“.

ფოტოების ჩვენებამდე კალაძეს მოქმედი მერის, დავით ნარმანიას, საქმიანობის შეფასება სთხოვეს:

„დავით ნარმანიას ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დახვდა ... ჩემთვის პირველი არის კაცობა და ადამიანობა, მერე ვარ პოლიტიკოსი. პასუხისმგებლობას არ გავურბოდი არასდროს, მომავალშიც ასე ვაპირებ. გუნდის გარეშე შეუძლებელია რაიმე წარმატებაზე ფიქრი, შესაბამისად, მე ვიზიარებ ჩემს წილ პასუხისმგებლობას, თუ რაიმე შეცდომები იყო ამ ხუთი წლის განმავლობაში - თვითმმართველობის თუ ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან“ - თქვა კახა კალაძემ და 26 მაისის ფოტოები გაშალა.

ევროპული საქართველოს კანდიდატმა მას უპასუხა, რომ „მომზადებული ფოტოები“ არ უშველიდა და კიდევ ერთხელ ჰკითხა, იღებს თუ არა პასუხისმგებლობას „ხალხის მოტყუებაზე“.

„საქართველოში არასდროს და ვერასდროს დაბრუნდება ხელისუფლება, რომელიც ძალადობდა საკუთარ მოქმალაქეებზე. მათ დაიწყეს ვარდებით და დაასრულეს ცოცხებით და ხელკეტებით, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ შიდა მოხმარებისთვის“ - თქვა კალაძემ.

კომენტარები