ნარკოდანაშაული

შსს: გაჩიანში ნარკორეალიზატორი დავაკავეთ, მას 20 შეკვრა ნარკოტიკი ჰქონდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

სამართალდამცველებმა 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ე.გ. ნარკოდანაშაულისთვის გაჩიანში დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 20 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ დაკავებულის მიერ გაყიდული, 6 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო" - აცხადებს შსს.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით).

კომენტარები