უამინდობა

უამინდობა აჭარაში - მეწყერი, ქარი და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა

0 კომენტარი
ფოტო: აჭარის მთავრობა

აჭარაში, უხვი ნალექის შედეგად, რამდენიმე სოფელში საცხოვრებელ სახლებთან მეწყერი ჩამოწვა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, 18 ოჯახი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. 

შუახევში, მეწყრის შედეგად ადიდებულმა მდინარემ ბეტონის ხიდი დაშალა. ხიდი ასევე დაზიანდა ხიჭაური-ჭვანის გზაზე. მეწყერი ჩამოვიდა ცენტრალურ გზაზე, რომელიც ამჟამად ჩაკეტილია და ტრანსპორტი შეფერხებით მოძრაობს. ჩაკეტილია გზები სოფელ წყაროთაში და სოფელ კობალთაში. ქარმა დააზიანა მოქალაქეთა საცხოვრებელი სახლები და დამხმარე ნაგებობები. ელექტროხაზების დაზიანების გამო ამჟამად დენი არ მიეწოდება შუბნის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებს. 

უამინდობამ პრობლემები ქობულეთშიც შექმნა. რამდენიმე სოფელში (ქაქუთი, ჩაისუბანი, ლეღვა) გზები ჩაიკეტა. სოფლებში ლეღვა, ჩაისუბანი, წყავროკა, ციხისძირი - რამდენიმე მოქალაქის საცხოვრებელ სახლთან მეწყერის საშიშროებაა.

უამინდობამ შეფერხებები შექმნა ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით. ამ ეტაპისთვის შუქი არ მიეწოდება ქობულეთში 500-მდე აბონენტს, ზემო აჭარაში 300-მდე აბონენტს. 

ბათუმში კი, ბულვარში სანაპირო ზოლის რამდენიმე მონაკვეთი ქვიშითა და ქვაღორღით დაიფარა. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე ერთეული სპეციალური ტექნიკა და სამაშველო ბრიგადები. დილიდან „აკვაპარკი“-ს მიმდებარე ტერიტორიაზე დაწყებულია შტორმის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები.

გარდა ამისა, ბათუმის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელს და რამდენიმე მოქალაქის სახლს დაუზიანდა სახურავი. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები