აქცია კიევში

მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოს გადადგომისკენ მოუწოდებს

UNIAN

მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოს გადადგომისკენ მოუწოდებს. განცხადება მან კიევში, უმაღლესი რადას შენობის წინ მიმდინარე აქციაზე გააკეთა და თქვა, რომ თუ პოროშენკო არ გადადგება, პროგრესი და კორუფციასთან ბრძოლა ვერ მიიღწევა. 

"თუ დღის ბოლომდე ეს ხალხი გადაწყვეტილებას არ მიიღებს ხალხის სასარგებლოდ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენს შემდეგ მოთხოვნაზე. ვიდრე პოროშენკო იქნება, ადგილი არ ექნება პროგრესს, კორუფციასთან ბრძოლას. ვიდრე პოროშენკო იქნება, სიღარიბე იქნება. თუ პოროშენკო დღეს თქვენს ხმას არ გაიგონებს, მაშინ ჩვენ სხვა ადგილას გადაადგილება მოგვიწევს. კიეველებს მოვუწოდებ, სამსახურის შემდეგ შემოგვიერთდნენ. თუ არანაირი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული ხალხის სასარგებლოდ, პოროშენკო უნდა დაფიქრდეს გადადგომაზე. მას კიდევ აქვს დრო! ეს ჩემი ულტიმატუმი არ არის! ეს ჩემი რჩევაა!“ - განაცხადა სააკაშვილმა. 


ფოტო: UNIAN

კიევში, უმაღლესი რადას შენობასთან ოპოზიციის საპროტესტო აქციაში სხვა მოძრაობებთან ერთად მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია"ახალი ძალების მოძრაობაც" მონაწილეობს. ისინი დეპუტატების ხელშეუხებლობის გაუქმებას, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას და ასევე ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნას ითხოვენ. პოლიციამ სამთავრობო უბანში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა გააძლიერა და ცენტრალურ ქუჩებზე მოძრაობა გადაკეტა.

კომენტარები