ყველაზე მაღალანაზღაურებადი ადამიანები

FORBES-მა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ცნობილი ევროპელების სია გამოაქვეყნა

Forbes.com

ჟურნალმა Forbes-მა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ევროპელი ცნობილი ადამიანების სია გამოაქვეყნა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამომუშავებული თანხით, პირველ ადგილზე ჰარი პოტერის ავტორი ჯ.კ როულინგია 95 მილიონი ამერიკული დოლარით.

სიაში ასევე არიან ადელი 69 მილიონი ამერიკული დოლარით, ჯგუფი ქოლდფლეი 88 მილიონი ამერიკული დოლარით და პოლ მაკარტნი 54 მილიონი ამერიკული დოლარით.


 

სპორტსმენებიდან სიაში სამი ფეხბურთელი, ორი ჩოგბურთელი და სამი ფორმულა 1-ის მრბოლელი მოხვდა. ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ბოლო ერთი წლის განმავლობაში კრისტიანო რონალდოა 93 მილიონი ამერიკული დოლარით.

სიაში მოხვდა 12 სხვადასხვა გასართობი გადაცემის წამყვანიც, მათ შორის გორდონ რამსი 60 მილიონი ამერიკული დოლარით და სიმონ კოუელი 43.5 მილიონი ამერიკული დოლარით. 

კომენტარები