არჩევნები 2017

უგულავა: აქციაზე მომავალ ხალხს "ქოცები" არ უშვებენ, ქებურიას ქმარს თავს დაესხნენ

ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის გიგი უგულავას ინფორმაციით, ზუგდიდში დაგეგმილ აქციაზე მისვლის მსურველებს ქართული ოცნების მხარდამჭერები თავს დაესხნენ და ტრანსპორტის დამტვრევით ემუქრებიან.

"სოფელ ერგეტადან მომავალ ხალხს გადაუდგნენ ადგილობრივი ქოცები, არ ატარებენ ტრანპორტს, დამტვრევით ემუქრებიან. ლელა ქებურიას ქმარს თავს დაესხნენ. ამასობაში, სოფელ ჭადუაშში ორი "მარშრუტკა" ჩახსნეს და მანქანებით ცდილობს ხალხი ჩამოსვლას. მე და დათო ბაქრაძე გზაში ვართ და აქცია აუცილებლად შედგება. ბრიყვო "ოცნება", ხალხთან ბრძოლას, ფაროსანას ებრძოლეთ. 21 ოქტომბერს ზუგდიდი დასჯის სამაგალითოდ ოცნებას" - წერს გიგი უგულავა.

ევროპული საქართველო და ადგილობრივი მოსახლეობა ფაროსანას მიერ განადგურებულ მოსავალთან დაკავშირებით ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.  

შსს-ში ტაბულას უთხრეს, რომ მომხდარზე ინფორმაცია ჯერ არ აქვთ და არკვევენ.

კომენტარები