სირია

სირიის დემოკრატიულმა ძალებმა რაკადან ე.წ. ისლამური სახელმწიფო განდევნეს

CNN

აშშ-ის მიერ მხარდაჭერილმა სირიულმა დემოკრატიულმა ძალებმა, რომელიც ქურთი და არაბი მებრძოლებისაგან შედგება, სირიის ქალაქ რაკადან ე.წ. ისლამური სახელმწიფო განდევნეს.

ქალაქისათვის ბრძოლა ივნისში დაიწყო და ოთხ თვეს გასტანა.

რაკა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დე ფაქტო დედაქალაქად ითვლებოდა და ტერორისტული დაჯგუფების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ტერაქტების ბაზას წარმოადგენდა.

მიუხედავად იმისა, რომ შეტაკებები დასრულდა ქურთული და არაბული მილიცია ამჟამად ტერორისტული დაჯგუფებისაგან გათავისუფლებულ ტერიტორიებს ნაღმებისაგან წმენდს.

 

კომენტარები