კომუნიკაციები

მოსახლეობა ფიქსირებულ სატელეფონო მომსახურებას სულ უფრო იშვიათად იყენებს

კადრი ფილმიდან "სიყვარული ყველას უნდა"
ქართული ფილმი

საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში მოსახლეობა სულ უფრო ნაკლები აქტიურობით იყენებს ფიქსირებულ სატელეფონო მომსახურებას. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანალიტიკური პორტალის მიხედვით, ბოლო 4 წლის განმავლობაში ამ სერვისის აბონენტთა რაოდენობა 40%-ით შემცირდა. ამავდროულად ამ სერვისის მიმწოდებელი კომპანიების შემოსავლებიც დაახლოებით 40%-ით არის შემცირებული.

2013 წლის აგვისტოში ფიქსირებული სატელეფონო კომპანიების აბონენტების რაოდენობა 1.156 მილიონი იყო, დღეს კი ის 701 ათასს შეადგენს. ამ კომპანიების ჯამური შემოსავლები 2013 წლის აგვისტოში 6.5 მილიონი ლარი, 2017 წლის აგვისტოში კი 3.8 მილიონი ლარი იყო. წარმოგიდგენთ ფიქსირებული სატელეფონო კომპანიების შემოსავლებს (ნაჩვენებია 4 უმსხვილესი კომპანია)

ამ ბიზნესის მოცულობის შემცირება პირველ რიგში აბონენტთა მობილურ ქსელებზე გადართვას უკავშირდება. ამავდროულად, შეინიშნება ტენდენცია, რომ გაგზავნილი sms-ების რაოდენობაც მცირდება, რადგანაც მომხმარებლები sms-ების უფასო ალტერნატივას ინტერნეტ ჩეთს უფრო აქტიურად იყენებენ.  

კომენტარები