ცნობილი ადამიანები

ჯენიფერ ლორენსი: ყველა ადამიანს დავიცავ, რომელსაც საკუთარი თავის დაცვა არ შეუძლია

ELLE UK

ჯენიფერ ლორენსმა იმ "შეურაცხმყოფელ და დამამცირებელ" გამოცდილებებზე ისაუბრა, რაც მას ჰოლივუდში გადახდენია. მსახიობმა ერთ-ერთი ფილმის პროდიუსერის შემთხვევა გაიხსენა, რომელმაც მას წონაში დაკლება მოთხოვა.

"ჩემამდე ერთი გოგო უკვე გაგდებული ყავდათ იმიტომ, რომ მან წონაში კლება სწრაფად ვერ მოახერხა. ამის შემდეგ ქალმა პროდიუსერმა მითხრა, რომ სრულიად შიშველი სხვა 5 შიშველ ქალთან ერთად ხაზზე უნდა დავმდგარიყავი. სხვა ქალები ჩემზე გამხდრები იყვნენ. გადაღების შემდეგ პროდიუსერი ჩემთან მოვიდა და მირჩია, რომ ჩემი შიშველი ფოტოები დიეტის ინსპირაციისთვის გამომეყენებინა."- თქვა ლორენსმა.

მსახიობმა გაჩუმების მიზეზებზე და საკუთარ კარიერაზეც ისაუბრა.

"მე ჩემს თავს და მათ ვაძლევდი უფლებას რომ ასე მომქცეოდნენ, რადგან ეს ჩემი კარიერისთვის მჭირდებოდა. არ მინდოდა ეს ისტორიები რომელიმე ჟურნალში დაბეჭდილიყო, მე კარიერა მინდოდა."- თქვა ლორენსმა.

Hunger Games-ში ქეთნისის როლის შემდეგ ჯენიფერ ლორენსის ცნობადობა საგრძნობლად გაიზარდა. მისი თქმით, ამ როლმა მისცა ძალა უარი ეთქვა რაღაცებზე.

"მე ვვარჯიშობდი ყოველ დღე, რადგან ქეთნისის პერსონაჟი ძლიერია, მაგრამ დაწყევლილი ვიქნები თუ მისი ძალიან გამხდარი სხეული ვინმეს იდეალურად წარმოვადგენინე. მე არ მინდოდა, რომ ახალგაზრდა გოგოებს სადილი არ მიერთვათ იმის გამო, რომ ქეთნისს დამგვანებოდნენ." - თქვა ლორენსმა - "საოცნებო სამყაროში ყველა ადამიანს ერთანირი პატივისცემით ეპყრობიან, მაგრამ სანამ ამას მივაღწევთ, მანამდე მე ყველას მოვუსმენ. ყველა იმ ქალის, გოგოს, ბიჭის და კაცის გამო ავიმაღლებ ხმას, რომლებსაც საკუთარი თავის დაცვა არ შეუძლიათ. ჩვენ აქ ვართ თქვენთვის."

კომენტარები